რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით 5 ადამიანი მოიწამლა

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით 5 ადამიანი მოიწამლა.შემთხვევა წუხელ მოხდა , მე-8 მიკრორაიონში ინტოქსიკაცია მიიღო 8 წლის ბავშვმა და 40 წლამდე ასაკის ქალმა.მე-11 მიკრორაიონში კი, ბუნებრივი აირით სამი ადამიანი მოიწამლა , ისინი სასწრაფო სამედიცინო დამხარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა .
ექიმების ინფორმაციით, მოწამლულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია , ერთ-ერთმა მათგანმა სამეცინო დაწესებულება უკვე დატოვა .

წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ორივე შემთხვევაში ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჯებული წყლის გამათბობელი გახდა.