რუსთავში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ა.ვ., ქურდობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 მარტს რუსთავში, ერთ-ერთი ბაზრობის ტერიტორიაზე მდებარე ლითონის ნაკეთობათა საწარმოდან და მაღაზია „1000 წვრილმანიდან“ ხელის ბურღი, ქანჩები, ლითონის საჭრელი, ასევე, სხვადასხვა ხელსაწყოები მოიპარა, რის შემდეგაც მიმალვას ცდილობდა. სამართალდამცველებმა იგი ადგილზე დააკავეს.

პოლიციამ მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.