სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე დაიღუპა

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე დაიღუპა.

ახმეტის სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, 34 წლის ლევან ოღაძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში დღეს მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მაშველი სოფლის სასაფლაოზე ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა. მას მოძრავ სპეცდანიშნულების მანქანაზე ასვლისას ფეხი გაუცურდა და ავტომობილის ქვეშ ჩავარდა.

სოფელ ნადუქნარში ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.