სუს-ი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას არ ადასტურებს

სუს-ის განცხადებით, ამ ეტაპზე არ დასტურდება გავრცელებულ ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

მათი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით მოწმდება, ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან რუსი სამხედროები იმყოფებიან.