,,ფულს აკეთებენ ჩვენზე”-50 ლარიანი ჯარიმა ათამდე მძღოლს მეტალურგების ქუჩაზე (+ფოტო)

ათობით დაჯარიმებული მძღოლი ,რომლებმაც სუმგაითელ მეტალურგების ქუჩაზე ახალი საგზაო ნიშანი ვერ დაინახეს და ცალმხრივი მოძრაობის დანიშვნიდან მეორე დღესვე 50 ლარით დაჯარიმდნენ.

სუმგაითელ მეტალურგების ქუჩაზე ცალმხრივმა მოძრაობამ პრობლემები შექმნა. ავტომობილების მძღოლები , ორმხრივად მოძრაობას აგრძელებენ. დილიდან ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ერთდროულად გაჩერებული იყო რამდენიმე ავტომობილი.

მძღოლების განცხადებით, საგზაო ნიშანი ,,შესვლა აკრძალულია” მხოლოდ მოსახვევშია განთავსებული,რაც ხილვადობისთვის საკმარისი არ არის. მძღოლების თქმით,საპატრულო პოლიცია გზის შუა ნაწილშია გაჩერებული და მას შემდეგ, რაც მძღოლი მოძრაობის წესს დაარღვევს , ხდება მისი გაჩერება,დაჯარიმება და გაფრთხილება იმის შესახებ,რომ მოძრაობა ცალმხრივი გახდა.

,,მოსახვევში შემოვედი, საგზაო ნიშანი ახალი განთავსებულია, მძღოლები ამ ქუჩაზე ორმხრივ მოძრაობას არიან მიჩვეულები და ინსტიქტურად ახალი საგზაო ნიშანი ყურადღების მიღმა გვრჩება. ხომ შეიძლება საპატრულო ეკიპაჟი მოსახვევში დადგეს და გაგვაბრუნოს უკან, სანამ მოძრაობის წესებს დავარღვევთ. ეკიპაჟი გზის შუა ნაწილში დგას და მას შემდეგ გამაჩერა,რაც მოძრაობის წესი დავარღვიე. 50 ლარიანი ჯარიმა დამიწერეს, ჩვენზე ფულის გაკეთება უნდათ”- აღნიშნა tv4-თან ერთ-ერთმა მძღოლმა.

შგახსენებთ, რომ სუმგაითელი მეტალურგების ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა ორი დღის წინ აიკრძალა. მოძრაობა ცალმხრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე გახდა. ცალმხრივი მოძრაობა სუმგაითელი მეტალურგების #1 საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიიდან ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე განისაზღვრა.