ქალთა კვირეულის ფარგლებში უფროსკლასელებთან შეხვედრა გაიმართა

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ადევნება, დაზარალებულთა დახმარების სახელმწიფო სერვისები- ამ და სხვა საკითხებზე  ამერიკის საელჩოსა და საქართველოს პროკურატურის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა დამამთავრებელი კლასის მოსწვალეებთან.

ქალთა კვირეულის ფარგლებში, უფროსკლასელებმა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორისგან  ძალადობის თემატიკის გარშემო დეტალური ინფორმაცია მიიღეს. პრეზენტაციის ფორმატით, პროკურატურის წარმომადგენელმა მოსწავლეებს ინფორმაცია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის შესახებ მიაწოდა და დანაშაულის პრევენციის გზებზე ისაუბრა. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.  კამპანია ძალადობის კუთხით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას  ისახავს მიზნად.