,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი მარნეულში ზაურ დარგალი იქნება

მარნეულში ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი იქნება. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე,ღარიბაშვილმა რეგიონებში მერობის კანდიდატები,მათ შორის მარნეულის მერობის კანდიდატი დაასახელა.

,,ზაურ დარგალი არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი და მჯერა რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საქმიანობას წარმატებით გაუძღვება და მარნეულის მოსახლეობას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს”-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

tv4 გთავაზობთ ზაურ დარგალის ბიოგრაფიას:

დაბადების თარიღი – 07/04/1988

განათლება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2005-2009

სპეციალობა – კომპიუტერული ტექნოლოგიები და ინგლისური ენა

სამუშაო გამოცდილება

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე (2017 წლიდან დღემდე)

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში (2014)

კოალიცია „ქართული ოცნები“ს საპრეზიდენტო არჩევნების მარნეულის საოლქო შტაბის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი (2013 აგვისტო-ნოემბერი)

მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილე (2011-2013 ) – USAID – ის კონტრაქტორი

მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი -პროგრამების მენეჯერი (2008 – 2011)

პროექტი: “უკეთესი კომუნიკაცია ეფექტური ინტეგრაციისთვის” (ქეა საერთაშორისო კავკასიაში).
პროექტი: “მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებისა და თანამშრომლობის ფორუმი” (სამოქალაქო განვითარების სააგენტო – CiDA).
ტრენერი (2007-2013)

მოხალისეობრივი გამოცდილება

მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი (2007-2012)

ქვემო ქართლის ახალგაზრდული ბანკის მენტორი და ტრენერი (2010-2011) ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

მარნეულის ახალგაზრდული ბანკის წევრი (2007-2010)

მარნეულის ახალგაზრდული საკრებულოს წევრი (2009)

ენები­­­­­­­­­­­­­­­: აზერბაიჯანული – მშობლიური, ქართული (თავისუფლად), რუსული (თავისუფლად), ინგლისური (კარგად), თურქული (კარგად).

შეგახსენებთ,რომ ზაურ დარგალს ამ დრომდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა უჭირავს.