„ქართულმა ოცნებამ“ ჩიხში შეიყვანა მარნეული-გიგი უგულავა

„ევროპულმა საქართველომ“ დღეს მარნეულის მერობის შუალედურ არჩევნებში კანდიდატად ახმედ იმამყულიევი დაასახელა.

“ქართულმა ოცნებამ” ჩიხში შეიყვანა მარნეული და ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით, დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ამ სიტუაციის შემოტრიალებას, – ამის შესახებ გიგი უგულავამ განაცხადა.

„დღეს ჩვენმა ბლოკმა „ევროპული საქართველო“, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ წარვადგინეთ ახმედ იმამყულიევის კანდიდატურა. მარნეული უმნიშვნელოვანესი რაიონია, თქვენ იცით მას 2014 წელს მოგებული აქვს არჩევნები და გაუყალბეს და წაართვეს არჩევნები, 2017 წელს არჩეულმა კანდიდატმა რაც ჩაიდინა მთელმა საქართველომ იცის. „ქართული ოცნების“ ადგილი მმართველობაში არ არის. „ქართულმა ოცნებამ“ ჩიხში შეიყვანა მარნეული და ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით დარწმუნებული ვარ რომ შევძლებთ ამ სიტუაციის შემოტრიალებას“, – განაცხადა უგულავამ.