ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შვეიცარიის ელჩს უმასპინძლა (+ფოტო)

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შვეიცარიის ელჩს საქართველოში პატრიკ ფრანზენს, SDC-ის აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ელჩს, რუთ ჰაბერსა და შევეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ვიზიტის ფარგლებში, დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტები, სოფელ წინწყაროში არსებული რძის გადამამუშავებელი საწარმო და მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახი“ მოინახულეს.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, დელეგაციის წევრებს რეგიონში სხვადასხვა მიმართულებების განვითარების ხელშეწყობისა და აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. მხარის პირველმა პირმა  ყურადღება გაამახვილა მუნიციპალური სერვისის, „ქალთა ოთახის“ საქმიანობის მნიშვნელობაზე და თვითმმართველობების დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა როლის გაძლიერებაზე. დღის განმავლობაში, დელეგაციის წევრებს, შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე გაცნობოდნენ თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლისა და კოდის სათემო განათლების ცენტრის მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებს. ასევე, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეწარმე ქალბატონის მიერ წარმოებულ პროდუქციას.