შვეიცარიის ელჩი ქვემო ქართლის რეგიონს სამუშაო ვიზიტით ეწვია

ქვემო ქართლის რეგიონს პირველად, სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანზენი ეწვია. პატრიკ ფრანზენსმა ელჩ რუთ ჰაბერთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახლად აშენებული ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი მოინახულა.

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლობით დელეგაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა უმასპინძლა.

ბოლნისის ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი ფუნქციონირებას მაისის დასაწყისში დაიწყებს.ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა საპატიო სტუმრებს სიტყვით მიმართა და განხორციელებული პროექტისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს მასშტაბით 6 ვეტ-ზედამხედველობის პუნქტი ფუნქციონირებს, აქედან სამი ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს.