მარნეულში მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ ზაურ დარგალი ოფიციალურად წარადგინა

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა შუალედურ არჩევნებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი ოფიციალურად  წარადგინეს . წარდგენის ცერემონია ქალაქ მარნეულში , კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა  .
“მე დარწმუნებული ვარ ზაური იქნება ძალიან მაგარი მერი მუნიციპალიტეტისთვის”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მარნეულში  მერობის კანდიდატის წარდგენისას.
“ჩვენთვის ჩვენი რეგიონების განვითარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ გამოვყავით რეკორდული თანხა, რომ ,მოვაწესრიგოთ ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა , რაც წლების განმავლობაში დაგროვდა მარნეულში. მე დარწმუნებული ბარ ზაური იქნება ძალიან მაგარი მერი მუნიციპალიტეტისთვის. ზაური მიიღებს თქვენს მხარდაჭერას და ის გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს მარნეული. ”

წარდგენაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა  „პარტია ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა  . ” ჩვენი მთავარი სიძლიერე არი ჩვენი ერთობა. საქართველო არის გამორჩეული მრავალფეროვნებით მრავალ ეთნიკურობით სწორედ ესაა ჩვენი სიძლიერე. ზაურ დარგალი არის საამაყო მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა შეძლოს ახალგაზრდა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა თავისი ცოდნით მიაღწიოს წარმატებას.მისი წარმატება მის შრომისმოყვარეობაში მდგომარეობს. მე მჯერა რომ , ის იქნება საამაყო მერი. რაც შეეხება მის ოპონენტს მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ მივდივართ მომავლისკენ და არასდროს დავბრუნდებით წარსულში.”
 
თავის მხრივ, ზაურ დარგალმა  მადლობა გადაუხადა “ქართულ ოცნებას” ნდობისა და გვერდში დგომისთვის და მარნეულის მოსახლეობას მიმართა  .  
“ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის და გვერდში დგომისთვის. ეს არის ჩვენი ერთობის მესიჯი მთელს საქართველოსთვის .მარნეული არის ჩვენი ოჯახი და მე როგორც ამ ოჯახის შვილი გპირდებით რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ,  მარნეული გახდეს უფრო ძლიერი უფრო ლამაზი. მე გპირდებით რომ ვიქნები თითოეული თქვენი ოჯახის წევრი. 
მე მიყვარს ეს მხარე რომელში გავიზარდე რომელშიც ვცხოვრობ დღეს და ცხოვრობს ჩემი ორი შვილი. ”

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 19 მაისს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება.