საქსტატის გაანგარიშებით, ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 361 ლარი და 20 თეთრია

361 ლარი და 20 თეთრი – სწორედ ეს თანხა არის საქსტატის უახლესი კალკულაციის მიხედვით, ხუთსულიანი ოჯახის ოფიციალური თვიური საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით, სწორედ ეს თანხა უნდა იყოს საკმარისი, რათა 30 დღის განმავლობაში ოჯახის თითოეულ წევრს ჰქონდეს დაბალანსებული კვება .

ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 321 ლარს, სამსულიანის – 288 ლარს, ორი ადამიანისგან შემდგარი ოჯახის ყოველთვიური საარსებო მინიმუმი კი, თვეში 256 ლარს შეადგენს.
საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.
ცნობითვის , საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება დღეში 2300 კილოკალორიას მოიცავს.