ავტომობილის შეჯახების შედეგად მოზარდი გარდაიცვალა

28 აპრილს, ჭიათურაში, 13 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა და მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ავტომობილს ხნიერი მძღოლი მართავდა, რომელსაც ნერვიულობის ნიადაგზე ჯანმრთელობის მგომარეობა დაუმძიმდა და ამ დრომდე საავადმყოფოშია მოთავსებული.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.