აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ჩინეთმა საქართველოს ტექნიკა გადასცა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში ჩინეთმა საქართველოს ტექნიკა გადასცა. საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ჩინეთის დახმარების პროექტის „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის აღჭურვილობა“ ფარგლებში გადმოცემული ტექნიკის მიღების დოკუმენტს მოეწერა ხელი . საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ხოლო ჩინეთის მხრიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ძი იანჩიმ.