თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მისაბმელიან საწვავმზიდს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეებმა და სამართალდამცავებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს . სავარაუდოდ ხანძარს ავტომანქანის მძღოლი ემსხვერპლა. დაღუპულის ვინაობა უცნობია .
ხანძარს მეხანძრე-მაშველების 6 ჯგუფი ორი საათის განმავლობაში ებრძოდა.ამ დროისტვის ცეცხლი ლიკვიდირებულია . მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია .