გოგონა, რომელიც გუშინ მე-4 სართულიდან გადმოვარდა, კლინიკაში გარდაიცვალა

16 წლის გოგონა, რომელიც გუშინ გვიან ღამით, საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდან გადმოვარდა, კლინიკა ,,რუსთავში” გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ, მე-20 მიკრორაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. დაშავებეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში ტრავმული შოკით მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანა. როგირც კლინიკაში tv4-ს განუცხადეს, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.