გუშინ მომხდარის გამო ვინმე რომ დააკავონ, იგივე ან უარესი მოხდება-პანკისელები

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას პანკისელები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, პანკისში გუშინ მომხდარის გამო ვინმე რომ დააკავონ, იგივე ან უარესი მოხდება.

ადგილობრივები სოფელ ბირკიანში შეიკრიბნენ და გუშინ მომხდარ ინციდენტს განიხილავენ.
მათი განცხადებით სამართალდამცველების რაოდენობამ მათი პროვოცირება მოახდინა.

„ამდენი პოლიციელი და სპეცრაზმელი რატომ შემოიყვანეს?
გუშინ არ მოხდა კარგი ფაქტი, მაგრამ თუ დაიწყეს ადამიანების დაჭერა არ გავჩერდებით. არ გაბედონ და არ დააკავონ არც ერთი” – განაცხადეს ადგილობრივებმა.

გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მათ თანამშრომლებზე იძალადა, კანონის სრული პასუხისმგებლობით აგებს პასუხს.