დიღმის მასივში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

თბილისში, დიღმის მასივში, მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვას მოყვა.
შემთხვევის შედეგად, ჩამონგრეულია ერთ-ერთი სართულის კედელი.

არსებული ინფორმაციით, აფეთქების დროს 7 ადამიანი დაშავდა, მათგან ყველაზე მძიმედ 21 წლის მამაკაცია, რომელსაც სხეულის 35%-იანი დამწვრობა აღენიშნება. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში, მძიმე შოკურ მდგომარეობაშია მოთავსებული.

აფეთქების დროს დაშავდა 7 თვის ჩვილიც, რომლის მდგომარეობა სტაბილურია.რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, ისინი სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ,მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.