რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი

კომპანია ინტერტრანსი გადახდის ახალ, თანამედროვე სისტემაზე გადადის .დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ელექტრონულად ,,მეტრომანის“ და საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი.

კომპანია “ინტერტრანსის” ინფორმაციით , პირველ ეტაპზე სისტემა 100 ერთეულ ე.წ ,,ყვითელ” მიკროავტობუსში დამონტაჟდა. სიახლეა ისიც , რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მარშრუტის აღმნიშვნელი ელექტრო ტაბლოების დამონტაჟებაც მოხდა.

მგაზვრობის ღირებულების გადახდა მსურველებს ნაღდი ფულითან შეუძლია. უახლოეს პერიოდში გადახდის ახალი სისტემით სარგებლობა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ყველა ყვითელ მიკროავტობუსში იქნება შესაძლებელი.