კანონიერი ქურდი ციხიდან გაათავისუფლეს

ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, ტარიელ ონიანი, იგივე “ტარო” ორენბურგის რაიონული კოლონიიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “РИА Новости” ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.მის ბედს ახლა სამართალდამცავები გადაწყვეტენ.

“დღეს მისი სასჯელის ვადა ამოიწურა. ტარიელი, სასამართლოს გადაწყვეტილებით კოლონიიდან გათავისუფლდა. ახლა მისი ბედი სამართალდამცავების გადასაწყვეტია”, – განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ – თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტარიელ ონიანს რუსეთიდან დეპორტაცია ელოდა. მედიის ინფორმაციით, ონიანს საქართველოში დაადეპორტებენ, საიდანაც ის თურქეთში შეძლებს გადასვლას.