ლომოურის ქუჩაზე ავტომობილების გაჩერება აიკრძალა (+ფოტო)

ლომოურის ქუჩაზე ავტომობილების გაჩერება აიკრძალა. აკრძალვის ამოქმედების შემდეგ ათობით ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდა .როგორც ავტომობილების მძღოლები tv4-თან საუბრისას აცხადებენ , წლების მანძილზე ლომოურის ქუჩაზე ავტომობილების გაჩერებება დასაშვები იყო და აკრძალვის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ . დაჯარიმებული მძღოლების თქმით, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული და გაჩერებული ავტომობილების მძღოლები დააჯარიმეს.
როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ ,აღნიშნულ ქუჩაზე ავტომობილების გაჩერების აკრძალვის საკითხი გადაიხედება და შესაძლოა საგზაო ნიშნის დემონტაჟი განხორციელდეს .