მარნეულის საკრებულოს დეპუტატს პატიმრობა შეეფარდა

მარნეულის საკრებულოს დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“, რაგიმ ასკეროვს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და მხედველობაში მიიღო, რომ ბრალდებულის მხრიდან მომდინარეობს მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხე.

პოლიციამ რაგიმ ასკეროვი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 13 მაისს, 12:00 საათზე, ჩაინიშნა.

ცნობისთვის, რაგიმ ასკეროვმა საქართველოს მოქალაქეს შ. მ.-ს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დასაქმება შესთავაზა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა ფულადი თანხა 3000 ლარის ოდენობით. ასკეროვმა მოქალაქეს 2019 წლის 07 მარტსა და 2019 წლის 20 მარტს გამოართვა აღნიშნული ფულადი თანხა, ჯამში 3000 ლარის ოდენობით.