მარცხენა სანაპიროს დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ავარიული გათიშვა რუსთავში. მარცხენა სანაპიროს დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც ტვ4-ს ენერგო-პრო ჯორჯიაში განუცხადეს მაღალი ძაბვის გამო დაზიანებულია ფიდერი და ამ დროისთვის უცნობია როდის მოხდება ელექტროენერგიის აღდგენა. 

აღსანიშნავია, რომ მარცხენა სანაპიროზე ელექტროენერგია დღეს უკვე მეორედ გაითიშა.

ელექტროენერგიის შეზღუდვის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული არ იყო.