მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავმა თეთრი ფერის მიკროავტობუსებმა მოძრაობა შეწყვიტეს.
საუბარია  კომპანია ინტერტრანსში მომუშავე 14 ერთეულ თეთრ  მიკროავტობუსზე .   

პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრმა ლავრენტი ალანიამ ტვ4–ს განუცხადა, რომ თეთრი მიკროავტობუსების მძღოლებს საშეღავათო ვადა ამოეწურათ და  საკუთარი მიკროავტობუსებით მოძრაობა  აეკრძალათ.  აკრძალვას მძღოლების მხრიდან პროტესტი და შელაპარაკება მოჰყვა   .  ლავრენტი ალანიას ინფორმაციით, თუ მძღოლებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები ვერ შედგება ხელშეკრულება გაუქმდება და მარშრუტზე სხვა მძღოლები დასაქმდებიან .

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომპანია “ინტერტრანსმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა , რომლის მიხედვითაც რუსთავიდან მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავ მარშრუტზე მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესს იწყებს .თეთრი მიკროავტობუსების  ჩანაცვლების პროცესი ეტაპობრივად, „ინტერტრანსის“ ყველა სამარშუტო ხაზს მოიცავს.