მორიგი ქურდობის ფაქტი რუსთავში. მეგობრობის გამზირზე არსებულ საწყობში რკინის კონსტრუქციები მოიპარეს.
საწყობის მფლობელის ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ორი დღის წინ მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხომობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.