პანკისში დაპირისპირებისას 15 პოლიციელი დაშავდა

პანკისში დაპირისპირებისას 15 პოლიციელი დაშავდა.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„როცა შინაგან საქმეთ სამინისტროს 15 წარმომადგენელია დაზარალებული, როცა ტექნიკა იწვის, სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესებს მერე მივხედავთ“,- განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრის თქმით, სპეცრაზმა საპასუხო რეაქციაგამოხატა მასშემდეგ, რაც მოსახლეობამ მათ ქვები დაუშინა. მინისტრის განცხადებით, ეს დაუშვებელია და რეაგირება იქნება მკაცრი.