პატრიარქმა და სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი პატრიარქმა 9 აპრილის მემორიალთან გადაიხადა.ილია მეორემ და სალომე ზურაბიშვილმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.