სააღდგომო დღესწაულზე კვებითი და ალკოჰოლური ინტოკსიკაციის შემთხვევები ქვემო ქართლში

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 28-29 აპრილს, ქვემო ქართლის რეგიონში კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მოტივით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს 47 პაციენტმა მიმართა.
აღდგომის დღესასწაულზე ალკოჰოლური ინტოქსიკაციით 16 პაციენტიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემდეგ, 7 კლინიკაში გადაიყვანეს. ამავე დღეს კვებითი ინტოქსიკაციით სასწრაფოს სამედიცინო დამხარებისთვის მიმართა 11-მა პაციენტმა, რომელთაგან 7-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

29 აპრილს სასწრაფომ დახმარება აღმოუჩინა 14 პაციენტს, რომელთაც ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აღენიშნებბოდათ. მათგან 4 – დამატებითი სამედიციო სერვისებისთვის, სტაციონარში მოთავსდა. ამავე დღეს, კვებითი ინტოქსიკაციით, 6 პაციენტიდან 2-ის გადაყვანა გახდა აუცილებელი კლინიკაში.