საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მამაკაცი გაიტაცეს

არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევთან, ამავე სოფლის მკვიდრი 50 წლამდე ასაკის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გაიტაცეს.

ადგილობრივების თქმით გატაცებული მამაკაცი გოჩა ფიდიურია, რომელიც ხშირად მიდიოდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე ლომისის სალოცავში.

ამ დროისთვის უცნობია საქმის სხვა დეტალები.