საფრანგეთში საქართველოს საელჩოში ცხელი ხაზი ამოქმედდა

საფრანგეთში საქართველოს საელჩოში ცხელი ხაზი ამოქმედდა.საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრები ან ტურისტული მიზნით მყოფი საქართველოს მოქალაქეების მისამართით განცხადებას ავრცელებს.

„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო საფრანგეთში გთხოვთ, მოერიდოთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689“, – წერს საფრანგეთში საქართველოს საელჩო.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მასშტაბური ხანძარია.