საქართველოს მიწების 10% უცხოელებზეა გასხვისებული

საქართველოს მიწების 10% უცხოელებზეა გასხვისებული, -ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„თავისუფალმა საქართველომ“ ექსპერტებთან გადაამოწმა ოფიციალური მონაცემები, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს სახნავ-სათესი მიწის რესურსი (ოკუპირებული ტერიტორიების, საძოვრების და ტყეების გარდა) შეადგენს 750 000 ჰექტარს, საიდანაც 45 000 ჰექტარი უკვე შეიძინეს უცხოელმა მოქალაქეებმა. თუ ვივარაუდებთ, რომ მინიმუმ 30 000 ჰექტარი გასხვისებულია უცხოურ კომპანიებზე (როგორც წესი კომპანიები უფრო მსხვილ ნაკვეთებს ყიდულობენ, ვიდრე ფიზიკური პირები), გამოდის, რომ სახნავ-სათესი მიწის არანაკლებ 10% გასხვისებულია უცხოელებზე,“ – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.