ყაჩაღობა “ლიბერთი ბანკის” ფილიალში

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს. ადგილობრივებმა გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგონეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაჭრილია ბანკის 2 თანამშრომელი.

შემთხვევა სუხიშვილის ქუჩაზე, 310-ე კორპუსთან მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალში მოხდა. არაა ცნობილი შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება. ადგილზე მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შემთხვევა დაახლოებით 11 საათზე მოხდა. ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას დაკავებულებისა და დაჭრილების შესახებ.