“SOS! არა ციხის მშენებლობას ქ. რუსთავში!”- რუსთაველების პროტესტი

SOS! არა ციხის მშენებლობას ქ. რუსთავში!!!- რუსთაველებმა ამ სახელწოდებით პეტიცია შეადგინეს.
ისინი ჭყონდიდელის დასახლებაში ორი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობას აპროტესტებენ.

პეტიციისათვის ხელის მოსაწერად გადადით ლინკზე : https://manifest.ge/main/item/2547?fbclid=IwAR0QVRTRYwR2e2HjE42imbpSxPA1g5XCtbkEA1EL37QfOd_0StIm3HTbdnQ

პეტიციის მიხედვით, რუსთაველები მოითხოვენ შეჩერდეს რუსთავის ისტორიულ და ეკონომიკურად პერსპექტიულ უბანში პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა და მოხდეს მოსახლეობასთან შეხვედრები.

“აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს სივრცეს, რომლის მომიჯნავედ განთავსებულია რუსთავის ისტორიული უბანი ჭყონდიდელის დასახლება, რუსთავის ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონა (240 ჰექტარი 02.05.05.871) სამომავლოდ ძალიან საინტერესო განვითარების პერსპექტივით, მდინარე მტკვარი და რკინიგზის სადგური. რუსთავის განვითარება სწორედ ამ არეალიდან დაიწყო წინა საუკუნეში, რომელიც კლიმატური მაჩვენებლით უფრო გრილ ადგილს და საუკეთესო გარემოს წარმოადგენს ქალაქის განვითარებისთვის.

ის, რომ ამ ტერიტორიულ ზონას აქვს საინვესტიციო პოტენციალი ადასტურებს მომიჯნავედ მდებარე აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი და თანამედროვე „რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი“ www.iscr.ge, რომელიც არის ბოლო წლების უკინაკალური უცხოური ინვესტიაცია თავის მასშტაბით და შინაარსით. სკაუტური ცენტრი წარმოადგენს საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების, ტურიზმის, განათლების, რეკრეაციის ბაზას.

შესაბამისად მოგმართავთ თხოვნით:

შეაჩეროთ, რუსთავისთვის ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვან და ეკონომიკურად პერსპექტიულ სივრცეში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, შეხვდეთ მოსახლეობას და მოისმინოთ მათი აზრი.”- აღნიშნულია პეტიციაში.