ანსამბლ “სუხიშვილები”-ს კონცერტი რუსთავში

რუსთავში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასასრულს უახლოვდება. ამ წუთებში ქალაქის მთავარ მოედანზე ანსამბლ “სუხიშვილები”-ს კონცერტი მიმდინარეობს . ანსამბლის წევრები სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ნომრებს წარუდგენენ დამსწრე საზოგადოებას. ქორეოგრაფიული პროგრამა თავისუფლების მოედანზე 1 საათის განმავლობაში გაგრძელდება.