თვით განგებამ ინება, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ყოფილიყო-ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძრის კურთხევის შემდეგ გამართულ ცერემონიალზე განაცხადა, რომ განგებამ ინება, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ყოფილიყო.

“თვით განგებამ ინება, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ყოფილიყო. როცა მოციქულებმა წილი ყარეს, ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, მონაწილეობა მიიღო ღვთიმშობელმა დედამ. მას წილად ხვდა ივერია და იმ დღიდან საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი.- განაცხადა პატრიარქმა.
ილია მეორემ სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა.