კონკურსი „კალიგრაფიის მარგალიტები – 2019“

რეგიონალური პროექტი – კონკურსი „კალიგრაფიის მარგალიტები – 2019“-ის დასკვნითი ტური ქალაქ ბოლნისში, ელიას მთაზე ჩატარდება.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ქვემო ქართლის საჯარო და კერძო სკოლების 53 მოსწავლე, რომლებმაც წარმატებით გადალახეს სხვადასხვა ეტაპი.

კონკურსი ბოლნელი მთავარეპისკოპოსის ეფრემის ლოცვა-კურთხევითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, ბოლნისში 11 მაისს 11:00-საათზე გაიმართება.