მთელი საქრთველოს მასშტაბით 17:10 საათზე ჰიმნი საზეიმოდ შესრულდა

რუსთავის თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებები დასასრულს უახლოვდება.

დამოუკიდებლობის დღის სიმბოლური კულმინაცია 17:10 საათზე შედგა, საქართველოს 14 ქალაქსა და რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდა. 17:10 არის დრო, როდესაც 1918 წლის 26 მაისს ნოე ჟორდანიამ, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარემ, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.