რუსთაველი აკრობატები საქართველოში 5 საპრიზო ადგილით დაბრუნდნენ

რუსთაველი აკრობატები საქართველოში დაბრუნდნენ.

სპორტსმენებმა ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 5 საპრიზო ადგილი დაიკავეს. რუსთაველმა სპორტსმენებმა 3 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლეს. გიორგი ჩანადირმა ვაჟთა გუნდთან ერთად საუკეთესო შედეგი აჩვენა და 3 ოქროს მედლის მოპოვება შეძლო, მარიამ ცუხიშვილმა და მარიამ იკოშვილმა კი ორი მეორე ადგილი დაიკავეს. საერთაშორისო ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი საქართველომ მოიპოვა . რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და დაფინანსებით, რუსთაველი სპორტსმენები წლის განმავლობაში საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირებში აქტიურად იღებენ მონაწილეობას.