რუსთავის „რუსთავი“ ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება

საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მატჩს სტუმრად, ბოლნისის “სიონთან” გამართავს.

შეხვედრა თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე 5 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, “რუსთავი” 10 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო ბოლნისის “სიონს” 20 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.