რუსთავში პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობის საწინააღმდეგო ხელმოწერებს აგროვებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია “შერიგების ალამი” და საინიციატივო ჯგუფი “რუსთავის სადარაჯოზე” რუსთავში პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობის საწინააღმდეგო ხელმოწერებს აგროვებენ. 

მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია კუთხე სადაც ნებისმიერ რუსთაველს საშუალება აქვს საკუთარი აზრი ხელმოწერით დააფიქსიროს. 

ორგანიზაციის წევრები იუსტიციის მინისტრ თა წულუკიანს მოუწოდებენ, რომ არ წავიდნენ მათი ნების წინააღმდეგ და შეჩერდეს ციხის მშენებლობა.