რუსმა ოკუპანტებმა 72 წლის კაცი გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშიდან რუსმა ოკუპანტებმა 72 წლის კაცი გაიტაცეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გატაცებული ამირან მელაძე სატაცურის საკრეფად გუშინ წავიდა და აღარ დაბრუნებულა.

არსებული ინფორმაციით, ამირან მელაძე საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული.