სამხატვრო სკოლაში სპეციალური სწავლების კურსი გაიმართა

რუსთავის სამხატვრო სკოლაში ანიმაციის სწავლების სპეციალური კურსი გაიმართა.

ნიკო ფიროსმანის სახელობის სასწავლებელში 10 დან 15 წლამდე მოზარდებს ანიმაციაში ვორქშოპი ჩაუტარეს. ახალგაზრდებს 2D ანიმაციის ტექნიკა შეასწავლეს. სწავლების ჩატარების მხარდამჭერი რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრია.