სასულიერო პირებმა და მრევლმა წითელ ხიდთან გზა გადაკეტეს

მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად წითელ ხიდთან აქცია „გარეჯი საქართველოა“ გამართა.

მათ წითელი ხიდის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს, რის გამოც რამდენიმე წუთის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო.

მეუფის განმარტებით, ამ ნაბიჯით, მათ გარეჯთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირეს, რათა ყველასთვის ხმა მიეწვდინათ, რომ საქართველოს სიწმინდეები ხელშეუხებელია.

რამდენიმე წუთიანი გზის გადაკეტვის შემდეგ, მეუფის ნებართვით საავტომობილო გზა გაიხსნა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.