საჯარო სკოლებში მეშვიდე კლასიდან ახალი საგანი „მოქალაქე“ შევა

საჯარო სკოლებში მეშვიდე კლასიდან ახალი საგანი „მოქალაქე“ შევა.

აღნიშნულის შესახებ, განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დაწყებით საფეხურზე არის შესული ახალი სახელმძღვანელო „მე და საზოგადოება“. მეშვიდე კლასში შევიდა ახალი საგანი „დედამიწა“. სევე არის ახალი საგანი „მოქალაქეობა“ რომელიც მეშვიდე კლასიდან შევა. ეს სწორედ ის საგნებია, რომლებიც კონკრეტულ დისციპლინას არ უკავშირდება. იმიტომ რომ 21-ე საუკუნეში აღარ არის მნიშვნელოვანი იცოდე მათემატიკის კონკრეტული ფორმულები ან კიდევ ფიზიკის, მთავარია მოსწავლე აღიზარდოს მოქალაქედ, რომელსაც საზოგადოებაში საკუთარი როლი გაცნობიერებული აქვს. ახალ სახელმძღვანელოში თემები ბევრი მიმართულებით იქნება: დაბინძურება, გარემოზე ზემოქმედება და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ახალი რესურსების შექმნაზე“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ.