სექსუალური ძალადობის მცდელობა რუსთავში

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში 31 წლის ქალზე უცნობმა მამაკაცმა ძალადობა სცადა.

ქალი შველას ითხოვდა, რა დროსაც შემოვლაზე მყოფმა პარკის დაცვის თანამშრომელმა ხმა გაიგო და მისი გადარჩენა მოახერხა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მამაკაცი ადგილიდან მიიმალა.

ქალი კი, რომელსაც სახისა და ხელის არეში მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა, სამართალდამცველებმა გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ფაქტზე გამოძიება 19-137 მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

ექსკლუზიურ ინფორმაცია- 1tv.ge აქვეყნებს.