სკოლებში არდადეგების დაწყების დრო განისაზღვრა

2018-2019 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის დასრულების თარიღი ცნობილია.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ სკოლებში არდადეგების დაწყების თარიღები კლასების მიხედვით განსხვავებული იქნება.

საზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღები კლასების მიხედვით ასე გამოიყურება: პირველ კლასელები 28 მაისიდან დაისვენებენ, მეორედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები 15 ივნისს შეწყვეტენ სწავლას, ხოლო მეთორმეტე კლასელებისთვის არდადეგები 21 მაისიდან დაიწყება.

საზაფხულო არდადეგები 3 თვეს გასტანს. 2019-2020 სასწავლო წელი 16 სექტემბერს განახლდება.