ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობას აქვეყნებს:

“ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 სთ-ის მდგომარეობით.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, თბილისის №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 26.6%-ია.
„ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2016 წლის საქართველოს პარლამენტის მეორე ტურის არჩევნების 17:00 საათიან მონაცემს, 2016 წელს ამომრჩეველთა აქტივობამ 31.1 % შეადგინა“, – აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა.
ანა მიქელაძემ, ასევე გააცნო მედიას 17:00 საათიანი აქტივობა 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან შედარებით:

✅2019 წლის 19 მაისის არჩევნები:

მარნეული – 27.2 %
ზესტაფონი – 37%
ჭიათურა – 37%
ზუგდიდი – 38.6%
ხულო – 49.5%

✅2018 წლის პრეზიდენტის არჩევნები:

მარნეული – 42.5%
ზესტაფონი – 48.4 %
ჭიათურა – 44.9%
ზუგდიდი – 39.6 %
ხულო – 48.7 %

რაც შეეხება აქტივობას იმ საარჩევნო უბნების მიხედვით, სადაც საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება, 17:00 სთ-ის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია:
საგარეჯო: 67.8%
ახმეტა: 44.1%
ადიგენი: 45.8 %
ტყიბული: 33.9%
წყალტუბო: 40.9%
ოზურგეთი: 37.4 %
ცესკოს პრეს-სპიკერმა წარმოადგინა ინფორმაცია მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულ საჩივრებთან დაკავშირებითაც: სულ შესულია 68 საჩივარი, აქედან მარნეულში – 20, ზესტაფონში – 5, ხულოში – 11, ზუგდიდში – 30, ოზურგეთში – 1, თბილისში, №1 პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ასევე – 1 საჩივარი. საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.”-ნათქვამია განცხადებაში.