ახალგაზრდა მამაკაცი მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა

მეტროს სადგურ „სარაჯიშვილში“ ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა.

თვითმხილველების ცნობით, 20 წლამდე მამაკაცი მატარებლის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

უბედური შემთხვევის გამო, მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება.

საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დედაქალაქის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდება.