ბოლნისის ტერიტორიაზე 100 ფერომონი განთავსდება

ბოლნისის ტერიტორიაზე 100 ფერომონი განთავსდება.

მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სეზონზე ფერომონების განთავსების პროცესი დაიწყო, რაც საქართველოში გავრცელებულ აზიურ ფაროსანას უკავშირდება.

ბოლნისის რეგიონში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა აღნიშნული მავნებელი, თუმცა მას ჰყავს 300 მონათესავე სახეობა, რომლებიც ასევე აზიანებენ სასოფლო- სამეურნეო კულტურებს. საფრთხის თავიდან ასაცილებლად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელი მასშტაბით, 100 ფერომონი დაიკიდება. თითოეული ფერომონის მოქმედების არეალი 8 კილომეტრს მოიცავს.