ბოლნისში დავით ნავერიანის სახელობის ტურნირი დაიწყო

ბოლნისში დავით ნავერიანის სახელობის ტურნირი დაიწყო.
ძიუდოს დარბაზში, დავით ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გუშინ დაიწყო. საერთაშორისო ტურნირი მეხუთე წელია ტარდებადა და მასში საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული.
ორ დღიან ტურნირში სპორტსმენები ორ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ. გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან..
ჩემპიონს კი დავით ნავერიანის სახელობის თასი გადაეცემა.

ცნობისთვის, დავით ნავერიანი იყო მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ძიუდოში, სამბოსა და
ქართულ ჭიდაობაში.

დავით ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ყოველწლიურად ტარდება, ეს დღე ძიუდოს ფედერაციის კალენდარშია შესული.

ფოტო: გაზეთი ბოლნისი.